მთავარი / სიახლეები / რაკიტიჩმა “იუვენტუსი” აირჩია

რაკიტიჩმა “იუვენტუსი” აირჩია

ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ ტოვებს. Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი უკმაყოფილოა კლუბში თავისი როლით და მცირე სათამაშო პრაქტიკით.

წყარო იმასაც წერს, რომ რაკიტიჩმა უკვე გააკეთა არჩევანი და ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა იანვარში სურს. ახლა ყველაფერი გუნდებზეა დამოკიდებული.

„ბარსელონა“ 35 მილიონ ევროს ითხოვს და ამიტომ, შესაძლოა გარიგებაში ემრე ჯანიც ჩართონ, რომლის მიმართ ესპანური გუნდი დაინტერესებულია.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის რაკიტიჩი „იუვენტუსთან“ ახლოს ზაფხულშიც იყო, მაგრამ მაშინ „იუვენტუსმა“ ფედერიკო ბერნარდესკიში მისი გაცვლა იუარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …