ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ კრიშტიანუ რონალდუსა და მაურიციო სარის ურთიერთობაზე ისაუბრა.
იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს.
„რონალდუმ პასუხი მოედნიდან გასცა. სარისთან ურთიერთობაში სიმშვიდე აქვს? დიახ, სრულიად. არასდროს ყოფილა მათ შორის მცირე დაპირისპირებაც კი“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.