ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ახალგაზრდა ტალანტის ტაჰით ჩნგის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, იტალიელები უკვე დაუკავშირდნენ 19 წლის ფეხბურთელის აგენტ ჯონათან ბარნეტს.
აღსანიშნავია, რომ ბარნეტი ვოიცეხ შჩესნის აგენტიცაა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩონგს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ამ ფაქტით სარგებლობას აპირებს „იუვე“, რადგან მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.
ნიჭიერ ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ გუნდში დღემდე 8 თამაში აქვს ჩატარებული.