სანდრო ტონალი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედია. „ბრეშას“ საყრდენი ნახევარმცველით არაერთი გრანდია დაინტერესებული და ზაფხულში მისთვის ბრძოლა გაიმართება.
Corriere Della Sera-ს ცნობით, ტონალის მიმართ „იუვენტუსიცაა“ დაინტერესებული, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენისთვის 40 მილიონი ევრო დასჭირდება.
სწორედ ამ თანხას ითხოვს „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო. აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსს“ ტონალის გარდა ფედერიკო კიეზასა და ნიკოლო ძანიოლოსაც უკავშირებენ.