მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” იანვარში მუნიეს ყიდვას გეგმავს

“იუვენტუსი” იანვარში მუნიეს ყიდვას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტომას მუნიეს გადაბირებას ეცდება. ბელგიელი იანვარში „ბებერი სინიორას“ მთავარი სამიზნეა.

სარის სურვილია, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს, რომ ხუან კუადრადო ისევ შეტევას დაუბრუნოს. იტალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არც მუნიე გახლვათ და პსჟ-ც არ გამორიცხავს მის გასხვისებას.

თავის მხრივ, ემრე ჯანი ტურინის დატოვების მთავარი კანდიდატია. გერმანელის თამაშით იტალიაში იმედგაცრუებულნი არიან და მისით დაინტერესებული „დორტმუნდია“.

თუმცა, „იუვენტუსი“ ეცდება ემრე „ბარსელონაში“ გაუშვას, სადაც ივან რაკიტიჩი თამაშობს, რომელიც სამი ხედირას ტრავმის შემდეგ „იუვენტუსისთვის“ საინტერესო ფეხბურთელი გახდა, მითუფრო ჩემპიონთა ლიგაზე მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …