მთავარი / სიახლეები / სერია A / მარჩელო ლიპი: იუვენტუსი კრიზისში არ არის

მარჩელო ლიპი: იუვენტუსი კრიზისში არ არის

იუვენტუსის ყოფილი ბოსი მარჩელო ლიპი ამბობს, რომ აბსურდულია იმის გაფიქრება, თითქოს ბიანკონერი კრიზისშია. “მათ მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს” – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

იუვემ სეზონის პირველი მარცხი გასულ ტურში რომში ლაციოსთან იწვნია ანგარიშით 3-1. მაგრამ ლიპიმ ცხადყო, რომ მაურიციო სარის უფრო მეტი დრო დასჭირდება გუნდში საკუთარი სტილის დანერგვისთვის.

“მათ შაბათს მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს, მანამდე მათ არასდროს წაუგიათ. მაურიციო სარის დრო სჭირდება. მას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

კთხვაზე, თამაშობს თუ არა ინტერი ბებერი ქალბატონის ძველ ბიჭთან ანტონიო კონტესთან ერთად უკეთეს ფეხბურთს, მისი მენტორი ამბობს, რომ ამის შეფასება ნაადრევია. ხოლო ლაციოს როგორც სკუდეტოს კანდიდატს ისე მოიხსენიებს.

“მაისამდე უნდა დაველოდოთ. კონტე დიდ საქმეს აკეთებს, და მე არ ვფიქრობდი რომ ამის შესახებ ეჭვები გაჩნდებოდა. მაგრამ არ მგონია, რომ ერთადერთი გუნდია რომელიც იბრძოლებს სკუდეტოსთვის.

მე მჯერა, რომ ლაციოს შეუძლია სათავეში მოხვედრა. ის არის გუნდი, რომელიც დიდ ფეხბურთს თამაშობს და თანამედროვე გუნდია კარგი მოთამაშეებით, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ძალიან მომწონს ისინი.” – თქვა ლიპიმ.

71 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ასევე კომენტარი გააკეთა ნაპოლის ვითარებაზე, მილანის სწრაფვაზე გაიფორმოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებზე.

“ანჩელოტის აქვს არაჩვეულებრივი კარიერა, ის მწვრთნელია რომელმაც ბევრი მოიგო. ცხოვრებაში აღმასვლაცაა და დაღმასვლაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც ახლა კი ლიგაში საქმეები არ მიდის კარგად, მაგრამ ნაპოლის აქვს დრო, რომ გამოასწოროს სიტუაცია.

მილანი კარგად მუშაობს, რადგან იბრაჰიმოვიჩის ყიდვას ცდილობს, რადგან მსგავსი ქარიზმის მქონე მოთამაშე ძალიან სჭირდებათ. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დახმარების ხელი გაუწოდოს.

ყველაფერი ძალიან კარგადაა. რობერტო კარგ საქმეს აკეთებს. მან მოუწოდა კლუბებს, რომ ახალგაზრდებს მისცენ თამაშის საშუალება და კლუბებმაც გაითვალისწინა მისი აზრი. ეს კარგის ნიშანია სამომავლოდ.” – განაცხადა მარჩელო ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარჩელო ლიპის თავკაცობით მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …