იტალიური გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსი მზად არის ბრეშას ორი ფეხბურთელი სანდრო ტონალის შესთავაზოს სანაცვლოდ.
ერთ-ერთი მათგანია მარკო პიაცა, რომელმაც მარტში მუხლის ჯვარედინი იოგების სერიოზული დაზიანება მიიღო და მას შემდეგ 6 თვის გამოტოვება მოუწია. მეორე ნიკოლუს კავილიაა, რომელიც ამჟამად პერუჯაში არენდის წესით იმყოფება. მან გასულ სეზონში იუვენტუსის შემადგენლობაში რამოდენიმე მატჩი ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში სანდრო ტონალიმ 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.