მთავარი / სიახლეები / სერია A / გრაციანი: “იუვენტუსი” ბერნარდესკისთან ერთად 10 ფეხბურთელით თამაშობს”

გრაციანი: “იუვენტუსი” ბერნარდესკისთან ერთად 10 ფეხბურთელით თამაშობს”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო გრაციანი ფედერიკო ბერნარდესკის აკრიტიკებს. მისი განცხადებით, „იუვენტუსი“ მასთან ერთად 10 ფეხბურთელით თამაშობს.

„არ მესმის რატომ აგრძელებს სარი ბერნარდესკის დაჟინებით ძირითადში თამაშს. ყველა ხედავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ცენტრფორვარდი სჭირდება. იგუაინმა უნდა ითამაშოს, ისევე როგორც დიბალამ. ბერნარდესკისთან ერთად „იუვენტუსი“ 10 ფეხბურთელით თამაშობს, ერთ მოთამაშეს ფაქტობრივად მეტოქეს ჩუქნის“, – თქვა გრაციანიმ.

მიმდინარე სეზონში ბერნარდესკის ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სარიმ ის ფლანგიდან გამთამაშებლის პოზიციაზე გადასწია. ფედერიკოს ამ დროისთვის 1 გოლი აქვს გატანილი („ლევერკუზენთან“).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …