მთავარი / სიახლეები / იტალიური მედია ძანიოლოს, მანჯუკიჩის და კიეზას შესახებ
იტალიური მედია ძანიოლოს, მანჯუკიჩის და კიეზას შესახებ

იტალიური მედია ძანიოლოს, მანჯუკიჩის და კიეზას შესახებ

იტალიურ მედიაში ხშირად განიხილება ნიკოლო ძანიოლოს, მარიო მანჯუკიჩის და ფედერიკო კიეზას მომავალი.

ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ მარიო მანჯუკიჩი ტურინს დატოვებს. მაურიციო სარი მას თითქმის არ ენდობა რაც მის სათამაშო დროზეც აისახება. მომსვლელთა რიგებში კი არიან ნიკოლო ძანიოლო რომადან და ფედერიკო კიეზა ფიორენტინადან. უფრო დეტალურად კი ქვემოთ.

ნიკოლო ძანიოლო | იტალიური გამოცემა tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსი არ კარგავს ინტერესს რომას თავდამსხმელზე, ნიკოლო ძანიოლოზე, რომელიც მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ იტალიელ ფეხბურთელად ითვლება. თუმცა პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ახლახან რომაელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივეს.

მარიო მანჯუკიჩი | მანჩესტერ იუნაიტედს სურს იუვენტუსის თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. წითელი ეშმაკები ფეხბურთელის ღირებულების შესამცირებლად ეცდებიან ტრანსფერში ტაჰიტ ჩონგის ჩართვას, რომლის მიმართაც ინტერესს იუვენტუსიც იჩენს.

ფედერიკო კიეზა | იუვენტუსი და ინტერი სკეპტიკურად უყურებენ ფიორენტინას ხელმძღვანელობისა და გუნდის ვინგერის, ფედერიკო კიეზას ბოლო შეხვედრის შედეგებს, სადაც 22 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილეს. ეს ორი კლუბი მზადაა იტალიელი ფეხბურთელის ზაფხულში ტრანსფერისათვის. მოსალოდნელია, რომ ჩვენ ბეპე მაროტას და ფაბიო პარატიჩს შორის გამართული იტალიური დერბი ვიხილოთ. მიმდინარე სეზონში კიეზამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა გაიტანა 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …