ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩს ხვალ გერმანიაში ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩაატარებს. „ბებერი სინიორა“ ჯგუფიდან პირველი ადგილით უკვე გასულია და ეს თამაში მისთვის არაფერს წყვეტს.
ამიტომ, მაურიციო სარი შემადგენლობას გადახალისებას აპირებს. 243 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჯანლუიჯი ბუფონი ითამაშებს. ჯიჯი კარში ვოიცეხ შჩესნის ადგილს დაიკავებს. ამ ტურნირზე ბოლოს „მანჩესტერის“ წინააღმდეგ პსჟ-ში ითამაშა, ხოლო „იუვენტუსში“ 2018 წლის 11 აპრილს, მადრიდის „რეალთან“ ცნობილ დაპირისპირებაში, როდესაც გააძევეს.
მიმდინარე სეზონში პირველად დაისვენებს ლეონარდო ბონუჩი. ლეომ კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ 26 თამაში ჩაატარა და ახლა დასვენება დაიმსახურა. არ ითამაშებს მატიას დე ლიხტიც, შესაბამისად, დაცვის ცენტრში დანიელე რუგანი და მერიჰ დემირალი გაირჯებია, ხოლო ფლანგებზე მატია დე შილიო და დანილო.
ნახევარდაცვაში შემქნილი საკადრო პრობლემების გამო ხუან კუადრადო ითამაშებს, ხოლო შეტევაში კრიშტიანუ რონალდუს გონსალო იგუაინი შეუწყვილდება.
სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი; დანილო, დემირალი, რუგანი, დე შილიო; კუადრადო, პიანიჩი, რაბიო; ბერნარდესკი; რონალდუ, იგუაინი