„იუვენტუსმა“ საშობაო ვახშამი გამართა, სადაც კლუბის მთლიანი წარმომადგენლობა შეიკრიბა. მაურიციო სარიმ კი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ რთული გამოწვევის მიღება მისთვის ადვილი არ ყოფილა.
„ცხადია ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რთული იყო დათანახმება, რადგან მივდიოდი გუნდში, რომელმაც ჩემამდე ძალიან ბევრი ტიტული მოიგო. გარდა ამისა, ძნელია ისტორიაში მნიშვნელოვანი გვერდის ნაწილი გახდე.
ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ გამარჯვებები იტალიაში და ვიყოთ კონკურენტუნარიანი ევროპაში. იტალიაში „იუვენტუსისთვის“ სკუდეტოს მოგება თითქმის ვალდებულებაა, ევროპაში კი თავს ასე ვერ ვგრძნობთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით და მივიღე ეს გამოწვევა“, – განაცხადა სარიმ.