მთავარი / სიახლეები / იტალიური მედია პოლ პოგბას და მერიჰ დემირალის შესახებ
იტალიური მედია პოლ პოგბას და მერიჰ დემირალის შესახებ

იტალიური მედია პოლ პოგბას და მერიჰ დემირალის შესახებ

ტურინის იუვენტუსი საკმაოდ პრობლემური შუა ხაზის გაძლიერებას პოლ პოგბას ტრანსფერით ეცდება.

იტალიურ მედიაში განახლდა ცნობები ფრანგი ფეხბურთელის, ტურინში სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

პოლ პოგბა | გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იუვენტუსი უახლოეს მომავალში სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით. ბიანკონერიმ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ინგლისელებთან და ჯერ არ დასრულებულა, თუ გავითვალისწინებთ წითელი ეშმაკების სურვილს, შეიძინონ მანჯუკიჩი.

მერიჰ დემირალი | ტურინის იუვენტუსი მზად არის ზამთარში შეელიოს მცველს მერიჰ დემირალს თუ მის სანაცვლოდ დაინტერესებული მხარეები 30 მილიონ ევროს გადაიხდიან. მის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი, მილანი და არსენალი იჩენენ. დემირალი იუვენტუსს გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს სასუოლოდან 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …