ზაფხულის შემდეგ სიტუაცია ისევ მეორდება: „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩისა და ფედერიკო ბერნარდესკის ბარტერის საკითხს მიუბრუნდნენ.
As-ის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნულ საკითხზე სერიოზულად ფიქრობენ და და კონტაქტზეც იმყოფებიან. თუმცა, სიტუაციას კვლავაც ის ფაქტი ართულებს, რომ „იუვენტუსი“ ბერნარდესკის უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე რაკიტიჩში სურს თანხის გადახდა.
ზაფხულში გარიგება სწორედ ამიტომ ჩაიშალა, „იუვემ“ ხორვატი 30 მილიონ ევროდ არ შეაფასა, ხოლო „ბარსამ“ ბერნარდესკიში 40 მილიონის გადახდა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მიმდინარე სეზონი ორივე ფეხბურთელისთვის რთულად ვითარდება, ძირითადში ვერცერთი ხვდება. მაურიციო სარიმ ფედერიკოს პოზიციაც შეუცვალა და „უდინეზესთან“ იტალიელმა ტესტი კარგად ჩააბარა, თუმცა, იანვრის ბოლომდე არაა გამორიცხული უკვე კატალონური გრანდის წევრიც იყოს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ რაკიტიჩი თითქმის 7 წლით უფრო ასაკოვანია, ვიდრე ბერნარდესკი. ეს უკანასკნელი „იუვეს“ 2017 წელს ფლორენციის „ფიორენტინადან“ შეუერთდა.