ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პიეტრო ანასტაზი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. 70-იანი წლების იტალიური ფეხბურთის გამორჩეულ ვარსკვლავს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინეს, ბოლო ხანს კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.
პიეტრო „იუვეს“ ღირსებას 1968-1976 წლებში იცავდა და შავ-თეთრი 303 შეხვედრაში 130 გოლი გაიტანა. ანასტაზი 1968 წლის ევროპის ჩემპიონი იყო იტალიის ნაკრებში და ფინალურ მატჩშიც გოლიც გაიტანა. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა „იუვენტუსში“ „ვარეზედან“. ტურინულ გრანდში ანასტაზიმ სამჯერ მოიგო სკუდეტო.
1976 წელს ანასტაზი „იუვემ“ „ინტერში“ გაასხვისა და სანაცვლოდ რობერტო ბონინსენია მიიღო, „ნერაძურიში“ მან მხოლოდ ორი წელი გაატარა. კარიერის ბოლო ეტაპი კი, „ასკოლისა“ და „ლუგანოში“ დაჰყო. იტალიის ნაკრებში 1968-1975 წლებში 25-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, მათ შორის 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც. პიეტროს საინტერესო მეტსახელი ჰქონდა – „ანასტაზი თეთრი პელე“.