გასულ ზაფხულს პაულო დიბალა ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსის“ დატოვებასთან. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, საქმე იმდენად რეალურად გახლდათ, რომ პაულოს უკვე გამზადებული ჰქონდა გამოსამშვიდობებელი წერილი.
დიბალას სოციალურ ქსელში კლუბთან და ქომაგებთან გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერილი ჰქონდა და ვიდეოკლიპიც გაამზადა. თუმცა, საბოლოოდ, ტრანსფერი „ტოტენჰემში“ არ შედგა და ფეხბურთელსაც ხსენებული წერილის გამოქვეყნება არ დასჭირდა.
ახლა კი, 7 თვის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დიბალა „იუვენტუსის“ ლიდერად ისევ იქცა და ძალიან კარგ ფორმაშა.
„ბებერი სინიორა“ კი, მზადაა არგენტინელს მაღალ დონეზე გარჯა დაუფასოს და კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე უხანგრძლივებს.