ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და „ევერტონში“ გადავიდეს. Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ კარლო ანჩელოტი გერმანელით პირადადაა დაინტერესებული.
ტრანსფერს ხელისშემშლელი ფაქტორები არ აქვს და მართლაც არაა გამორიცხული, რომ მხარეებმა საერთო ენა გამონახონ.
ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე იკვეთება, ემრე ჯანის წარსულია – „ევერტონის“ მთავარი მტრის, „ლივერპულის“ რიგებში აქვს ნათამაშები.
აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის ემრე გადაბირება გასულ ზაფხულს „ნაპოლის“ შემადგენლობაშიც სურდა. ჯანი მაურიციო სარის ხელში ძალიან ცოტას თამაშობს და ამით ბედნიერი ნამდვილად არაა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფეხბურთელი “მილანს” და დორტმუნდის “ბორუსიასაც” დაუკავშირეს.