ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობა ფედერიკო ბერნარდესკის წარმომადგენელს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მხარეებმა ბერნარდესკის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. იუვე მზად არის ფედერიკო ბარსელონაში გაუშვას მის ნაცვლად კი ტურინელთა რიგებს ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში იტალიელმა თავდამსხმელმა ბებერი ქალბატონის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გაიფორმა.