სერია A-ს მე-20 ტურის, ბოლო მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც იუვენტუსმა პარმას უმასპინძლა და მატჩი მინიმალური ანგარიშით 2-1 მოიგო.
ტურინელთაგან თავი ორი გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში შეძლო გოლის გატანა რითაც დავიდ ტრეზეგეს 2005 წლის შედეგი გაიმეორა (უფრო დეტალურად).
გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის რეკორდი გაიმეორა. 16 გოლი იტალიის ჩემპიონატის პირველ 20 მატჩში! ბებერი ქალბატონის ბოლო ფეხბურთელი ვინც ეს მოახერხა არგენტინელი ომარ სივორი იყო, მან ეს 1960 წელს შეძლო.