მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუმ დავიდ ტრეზეგეს შედეგი გაიმეორა
რონალდუმ დავიდ ტრეზეგეს შედეგი გაიმეორა

რონალდუმ დავიდ ტრეზეგეს შედეგი გაიმეორა

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ს მატჩში პარმასთან დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში ბოლო შვიდი მატჩია მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს (ბოლო შვიდ მატჩში 11 გოლი). მსგავსი შედეგი იუვენტუსის რიგებში მანამდე მხოლოდ დავიდ ტრეზეგეს ქონდა 2005 წელს.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ 16 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა. მას ლაციოს თავდამსხმელი ჩირო იმობილე უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 23 გოლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …