ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ პირველი წინადადება უარყო. იტალიური მედიის ინფორმაციით, კატალონელებმა „იუვეს“ ფედერიკო ბერნარდესკის სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი და 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უაღი მიიღეს.
„იუვენტუსის“ სურვილია, რომ რაკიტიჩთან ერთად მინიმუმ 20 მილიონი ევრო გამოიმუშავონ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
ბერნარდესკის „იუვენტუსში“ სათამაშო დრო აღარ ეძლევა და ფეხბურთელსაც გუნდის დატოვება უნდა, რადგან ევრო 2020 ახლოვდება და იტალიის ნაკრებში უთამაშებლობით მისი პოზიცია მნიშვნელოვნად ირყევა.