ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასზე „რომა“ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 6 – განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ მარჯვენა ხელით დაშვების მომენტში უნებლიედ ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ ეს ფლორენცის ეპიზოდში გამოასწორა, ბოლოს კი, შესანიშნავი სეივით დაასრულა თამაში.
დანილო 6.5 – როგორც იქნა, საინტერესო ფორმაში შევიდა, ზედიზედ მეორე პოზიტიური თამაში ჩაატარა. შემდეგ დაშავდა, რაც სასურველი არ იყო.
კუადრადო 6 – მოედანზე გაუხურებლად შევიდა და თავიდან გაუჭირდა.
რუგანი 6 – ოდნავ არასტაბილური, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა. 72-ე წუთზე კი კალინიჩს დაასწრო და ეს გატანილ გოლს უდრიდა, რადგან ხორვატი აუცილებლად შეამცირებდა სხვაობას.
ბონუჩი 7 – დაცვაში ბატონობდა და მეტოქის საჯარიმოშიც მოახერხა თავის გამოჩენა.
ალექს სანდრო 6 – მოედანზე მისი ხილვა უკვე კარგი ამბავი იყო, ბევრი არაფერი შეუქმნია და არც შეცდომები დაუშვია.
ბენტანკური 7 – მასში სარიმ იდეალური „მეძალა“ (მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი) აღმოაჩინა. ეს გოლი იყო ის, რაც ძალიან აკლდა და სჭირდებოდა.
პიანიჩი 6 – არ დაასვენეს, მაგრამ იქნებ ეს სჭირდებოდა…
რაბიო 7 – აშკარად ვითარდება და პროგრესირებს, 1:0-ის ეპიზოდში შესანიშნავად ითააშა. მაგრამ ჯენგიზ იუნდერის გოლში დამნაშავეა, ზედმეტად ინერტული იყო.
მატუიდი შ.გ – ფრანგმა ცოტა ხანი დაჰყო მოედანზე.
დუგლას კოშტა 7 – მასთან ერთად „იუვე“ სამ კაციან შეტევას დაუბრუნდა. ფლანგზე ის შეუჩერებელი იყო. ჰქონდა ჩავარდნები თამაშში, მაგრამ ორი საგოლე პასი მის ანგარიშზეა.
რემზი 6 – მისი მოედანზე გამოჩენით „იუვენტუსი“ გამთამაშებლის ტაქტიკას დაუბრუნდა.
იგუაინი 6.5 – ძალიან ბევრი იბრძოლა და გოლიც დაიმსახურა. პირველ გოლში დიდი წვლილი აქვს, ორჯერ თავადაც ახლოს იყო გოლთან.
რონალდუ 7.5 – ბოლო ორ თვეში ჩვენ ვხედავთ ალბათ საუკეთესო რონალდუს „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ შარშან „ატლეტიკოსთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.