მთავარი / სიახლეები / რაკიტიჩი: “რონალდუმ დამირეკა და “იუვეში” გადასვლა მთხოვა”

რაკიტიჩი: “რონალდუმ დამირეკა და “იუვეში” გადასვლა მთხოვა”

ესპანური „სევილიას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ორი წლის წინანდელი ზაფხული გაიხსენა და თქვა, რომ „იუვენტუსთან“ ახლოს იყო. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, მას კრიშტიანუ რონალდუც ელაპარაკა.

„2019 წლის ზაფხულში კრიშტიანუმ პირადად დამირეკა და მითხრა, რომ „იუვეში“ გადავსულიყავი. მითხრა ისიც, რომ კლუბს უნდოდა ჩემი დამატება, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით არ ჩაიარა. „ბარსელონამ“ ძალიან ბევრი 50 მილიონი ევრო მოითხოვა.

ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. „იუვენტუსშიც“ ძალიან კარგად თამაშობს, ჩემი აზრით, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – თქვა რატიკიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …