ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ივან რაკიტიჩის ტრანსფერი გამორიცხა. მისი განცხადებით, ხორვატი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ტურინში მისით დაინტერესებულნი არ არიან.
„ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ამ ეტაპზე არ ვაპირებთ შემადგენლობის გაძლიერებას. ყველა რგოლში კარგად ვართ დაკომპლექტებულები. რაკიტიჩი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს.
დე ლიხტი? ვფიქრობ, ძალიან კარგად თამაშობს და ცოტა ხანში მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება.
რონალდუ? „იუვე“ ბედნიერია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს და ალბათ ისტორიაშიც საუკეთესო, ბედნიერები არიან გულშემატკივრებიც. „ოქროს ბურთი“ მესის? ეს ინფორმაცია დადასტურებული არაა და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – თქვა პარატიჩიმ.