ბრაზილური გამოცემა Globo Esporte სენსაციურ ცნობას ავრცელებს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენს“ ნეიმარის თაობაზე კონკრეტული წინადადებით მიმართა.
100 მილიონი ევრო და პაულო დიბალა. ცნობილია, რომ „იუვე“ არგენტინელის გასხვისებას ცდილობს, ხოლო პარიზში ნეიმარის იდეალურ შემცვლელად სწორედ პაულო ესახებათ.
ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება. ნეიმარს „იუვენტუსის“ გარდა ესპანური მედია „ბარსელონასა“ და „რეალსაც“ უკავშირებს.