ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიაში დაბრუნება გამორიცხა. „პრინცს“ „ბრეშა“ ეპატიჟება, თუმცა, კლაუდიომ როგორც ერთი წლის წინ, ახლაც მკაფიოდ განაცხადა, რომ სამშობლოში „იუვენტუსის“ გარდა არსად ითამაშებს.
„იაპონია თუ საუდის არაბეთი? მომავალი რეალურად უნდა შევაფასო. ერთადერთი რასაც ვგრძნობ, არის ის, რომ მინდა წარსულივით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო. იტალიაში „იუვენტუსის“ გარდა სხვა მაისურის ტარება არ შემიძლია, ამიტომ, მხოლოდ უცხოურ წინადადებებს განვიხილავ.
მე უარი ვუთხარი „ჯიანგსუ სანინგს“. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენა იმ ფაქტმა მოახდინა, რომ „ინტერთანაა“ დაკავშირებული.
„ბრეშა“? ბევრი მესიჯი მივიღე, მაგრამ მინდა ღია ვიყო. „იუვენტუსში“ დაბრუნება? არა, გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მივიღე“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ მარკიზიომ ცოტა ხნის წინ „ზენიტი“ დატოვა და თავისუფალი აგენტია.