ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მილანის „ინტერი“ ძალიან გაძლიერდა. მისი აზრით, მილანელთა მთავარი ძალა კლუბის ხელმძღვანელობაშია და ეს „იუვენტუსისთვის“ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
„ანტონიო შესანიშნავი მწვრთნელია და ეს არაერთხელ სხვადასხვა დარგში აჩვენა. თუმცა, რეალური სიახლე , რაც მართლაც საშიშია სხვა გუნდებისთვის კლუბის ხელმძღვნელობაა. დღევანდელ „ინტერს“ აქვს პოტენციალი, რომელსაც სანინგი ჰქვია. ჩინეთში ვმუშაობდი და ვიცი მათი ამბიციებისა და სიძლიერის შესახებ. ეს ნამდვილად წარმოადგენს „იუვესთვის“ რეალურ საფრთხეს“, – თქვა კაპელომ.