ტურინის „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Tuttosport-ის ინფორმაციით, კატალონიის დედაქალაქში მყოფი ფაბიო პარატიჩი ხუან მირანდასა და დანიელე რუგანის გარდა ესპანურ გრანდს შესაძლო ბარტერზეც ესაუბრება.
საქმე ეხება ემრე ჯანისა და ივან რაკიტიჩის გაცვლას. ამ დროისთვის უფრო კონკრეტული და ხელჩასაჭიდი ცნობა არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ „ბარსა“ შესაძლოა ლუის სუარესსაც შეელიოს თუ ნეიმარის გადაბირებას მოახერხებს, მაგრამ ურუგვაელი „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში არ შედის და კლუბი მაურო იკარდის შეძენაზეა კონცენტრირებული.