მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჟერომ ბოატენგი „იუვენტუსთან“ ერთ ნაბიჯშია. ავტორიტეტული Bild-ის ცნობით, გერმანელი მცველი მზადაა ტურინული გრანდის მაისური მოირგოს და მძიმედ დაშავებული ჯორჯო კიელინი შეცვალოს.
იტალიელებმა და “რეკორდმაისტერმა” ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ახლა საბოლოო სიტყვა მაურიციო სარიზეა, რადგან ბოატენგის ტრანსფერი მატიას დე ლიხტის და განსაკუთრები მერიჰ დემირალისა და დანიელე რუგანის სათამაშო დროს შეამცირებს.
გერმანული გამოცემა წერს, რომ 30 წლის ჟერომს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და არც წინასასეზონო ტრადიციული ფოტო გადაუღია გუნდთან ერთად. გუშინ კი, „მაინცთან“ 90 წუთი სათადარიგო სკამზე იყო.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონს მწვანე შუქი კარგა ხნის აუნთეს „ბაიერნის“ ბოსებმაც და დანარჩენი უახლოეს 24 საათში გაირკვევა.