სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 11 საათი რჩება. „იუვენტუსი“ კი ბოლო დღეს აქტიურია და ყურადღებითაა.
იტალიური მედიის ცნობით, რეალური შანსია იმისა, რომ დღეს ივან რაკიტიჩი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს, ფედერიკო ბერნარდესკი – „ბარსელონას“.
ტურინელებს ხორვატის გადაბირება ძალიან უნდათ და სურვილს კარგა ხანია არ მალავენ, ხოლო „ბარსამ“ ბერნარდესკი მოითხოვა. საინტერესოა, რომ იტალიელი გაცილებით ძვირად ფასობს, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ შესაძლოა მიუხედავად ამისა, წინადადებას დათანხმდეს.
ბერნარდესკი სარის მოსწონს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირველ ორ ტურში მხოლოდ 7 წუთი მისცა სათამაშოდ. კატალონელებმა კი შეტევა ნეიმარით ვერ გააძლიერეს და სათადარიგო ვარიანტზე გადავიდნენ.
გაცვლა რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ბოლო საათებში კლუბებს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.