„იუვენტუსი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჯორჯო კიელინის შემცვლელის გაფორმებას აპირებს. კაპიტნის ტრავმამ დაცვის ცენტრში ტურინელთა გეგმები სრულიად შეცვალა.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის მთავარი ფავორიტი მეჰდი ბენატიაა, რომელიც ყატარის „ალ-დუჰაილში“ თამაშობს. მაროკოელი დაბრუნებასთან ზაფხულის დასაწყისშიც იყო, თუმცა, შესაძლოა ახლა ეს მაინც მოხდეს.
რაც შეეხება ჟერომ ბოატენგს, იყო საუბარი მასზეც, მაგრამ გერმანელთან მოლაპარაკებები არ გაღრმავებულა და ამიტომაც, ტურინში აქცენტი ძველ ნაცნობზე გააკეთეს.
„იუვენტუსს“ დრო ღამის 12 საათამდე აქვს, მერე კი სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.