იტალიურ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია გაჩანდა და აქამდე ხელშეუხებელმა მატია დე შილიომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „იუვენტუსი“ დატოვოს.
იტალიური კლუბი „პარი სენ ჟერმენთან“ საუბრობს და ფეხბურთელის ტომას მუნიეში გაცვლას ლამობს. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარეს მოსწონს ეს იდეა, მაგრამ ახლა მათი მთავარი პრობლემა დროის ნაკლებობაა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება.
ტომას მუნიე პსჟ-ში 2016 წლიდან თამაშობს და ბელგიის ნაკრებში 37 შეხვედრა აქვს ჩატარებული.