ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი მუხლზე ოპერაციას ხვალ გაიკეთებს.
Football Italia-ს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელის ოპერაციას ინსბრუკში პროფესორი კრისტიან ფინკი ჩაატარებს.
მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ გაირკვევა, რა პერიოდი დასჭირდება ტრავმის სრულად აღდგენას. თუმცა, წინასწარი ვარაუდით, იტალიელი მოედანს თებერვალ-მარტში უნდა დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯო აქამდე პრობლემებს კუნთებზე განიცდიდა, მუხლზე კი კარიერაში პირველი სერიოზული დაზიანება მიიღო.
„ბიანკონერი“ ამასობაში მის შემცვლელს ეძებს და დღეს ღამემდე მცველის გაფორმებას გეგმავს. კანდიდატთა შორის სახელდებიან ჟერომ ბოატენგი, დეიან ლოვრენი, შკოდრან მუსტაფი და მეჰდი ბენატია.