ანდრეა ბარძალი ტურინის „იუვენტუსში“ ბრუნდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ანდრეა კოვერჩანოს სამწვრთნელო კურსების გავლის შემდეგ მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 38 წლის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სამთვიანი განშორების შემდეგ „იუვეში“ დაბრუნდება.
სავარაუდოდ, ინფორმაცია ოფიციალურად სანაკრებო პაუზის დროს დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვენტუსში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და შავ-თეთრი მაისურით 281 მატჩიც ჩაატარა.