ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ Tuttosport-თან საუბარში განაცხადა, რომ ჯორჯო კიელინი სძულდა. მის თქმით, „იუვეს“ კაპიტნის წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო.
„ჯორჯოს“ 20 დღეზე მეტია ვიცნობ და ყოველთვის მძულდა, მის წინააღმდეგ თამაში მტკიცე უსიამოვნება იყო. ახლა კი, აღმოვაჩინე არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ენთუზიაზმით ცხოვრობს. სწორედ მან მოგვცა გამბედაობა ტრავმის შემდეგ“, – თქვა მარტუშიელომ.
შეგახსენებთ, რომ კიელინი მუხლზე ოპერაციას ხვალ ინსბრუკში გაიკეთებს. სავარაუდოდ მოედანზე დაბრუნებას კი თებერვალ-მარტში მოახერხებს.