მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” და სატრანსფერო ამბები

“იუვენტუსი” და სატრანსფერო ამბები

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე დიდი ალბათობით, „იუვენტუსისთვის“ ცვლილებეის გარეშე ჩაივლის. შესაბამისად, „იუვენტუსს“ არავინ დატოვებს და არავის დაიმატებს.

რომეო აგრესტის ცნობით, მატია დე შილიოს პსჟ-ში გადასვლა გამოირიცხა. შესაბამისად, იტალიელი მცველი ამ სეზონში მაურიციო სარის განკარგულებაში იქნება, რომელმაც საწყის ორ ტურში სასტარტოში ათამაშა.

ჩაიშალა აგრეთვე ივან რაკიტიჩისა და ფედერიკო ბერნარდესკის ბარტერიც. ამის მიზეზი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება გახდა. შედეგად, რაკიტიჩი ტურინში არ მოვა, ხოლო ფედერიკოს ისევ შავ-თეთრი მაისური ემოსება.

იგივე მომავალი აქვს დანიელე რუგანისაც, რომელსაც დიდი ხანია „რომა“ ეპატიჟებოდა, მაგრამ კიელინის ტრავმის შემდეგ ტოსკანელი მცველი გუნდს არ დატოვებს. დილით ფეხბურთელის აგენტისა და გუნდის წარმომადგენლების შეხვედრაზე ეს ცნობა დადასტურდა.

თითქმის გამორიცხულია ჟერომ ბოატენგის ტრანსფერიც, რადგან „ბიანკონერის“ შემადგენლობა ბოლო წამზე ცვლილებებს არ ექვემდებარება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …