მთავარი / სიახლეები / პირლო “იუვენტუსში” მიმდინარე პროცესებზე

პირლო “იუვენტუსში” მიმდინარე პროცესებზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. პირლოს განცხადებით, გონსალო იგუაინი კრიშტიანუ რონალდუსთვის შეტევაში იდეალური პარტნიორია.

-„ინტერი“ „იუვეს“ პირველი კონკურენტია?

– ამ მომენტისთვის დიახ. სატრანსფერო ფანჯარა დღეს დაიხურება, გუნდები სრულად დაკომპლექტდებიან და მწვრთნელებს მიეცემათ სათანადო დრო სამუშაოდ. „ინტერმა“ ყველაზე კარგადაა აღჭურვილი, რომ „იუვესთან“ ერთად დროთა განმავლობაში იბრძოლოს.

– კიელინის ტრავმა?

– ძალიან ფასეულია, ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია. მოედანზე მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ „იუვემ“ შეიძინა ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც აღიან ძალიან კარგები და ითამაშებენ მაღალ დონეზე.

– დიბალას უთამაშებლობა?

– როდესაც დიდ გუნდში ხარ, უნდა შეეჩვიო სხვა ჩემპიონებთან ერთად ცხოვრებას. დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებული როგორ აჩვენებ რისი გაკეთება შეგიძლია. „იუვეში“, „რეალში“ ან „ბარსაში“ უნდა გაიარო ადაპტაცია და მერე ვინც უკეთესია, ის თამაშობს.

– 21 ნომერი იგუაინს?

– არანაირი ეფექტი. კმაყოფილი ვარ, რომ ეს არჩევანი გააკეთა, ის დიდი ჩემპიონია, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

– კრიშტიანუსთვის საუკეთესო პარტნიორი?

-დიახ, იგუაინი. იცის, როოგრ ითამაშოს გუნდისთვის და იდეალურია „იუვესთვის“, გარდა ამისა სხვებისთვისაც.

– სარის „იუვე“?

– ყველაზე ძლიერი გუნდი. თუმცა, დრო სჭირდება, რადგან ახალი მწვრთნელია და ახალი ფეხბურთელებიც ჰყავს, ამიტომ ახალი იდეების დასანერგად დროა საჭიროა. ორი ტურის შემდეგ ამის კვალი უკვე გამოჩნდა.

– სამწვრთნელო კარიერა?

– სექტემბრის ბოლოს სამაგისტრო კურსს გავივლი, ვნახოთ საინტერესო რა მოხდება. ჩემი სამწვრთნელო მეთოდი? ეს იქნება პირლოს მოდელი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …