მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მიშელ პლატინიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. უეფას ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტის დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ნაპოლისთან“ მატჩი
ვუყურე „იუვენტუსს“ „ნაპოლისთან“ და ძალიან ძლიერია. 4:3-იც ლამაზი ანგარიშია მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში 0:0 ურჩევნიათ. ჩემთვის 7 გოლი ერთ თამაშში ნიშნავს ლამაზ საღამოს. ორივე გუნდის დაცვას კარგად არ უთამაშია და იტალიური მედია ამაზე წერს, მაგრამ შედეგი შესანიშნავი იყო.
ჩემპიონთა ლიგა
ეს არის ტურნირი, რომლის მოგება ყველას შეუძლია. იქნება სიურპრიზებიც. ფავორიტი? რთული სათქმელია, ვფიქრობდი, რომ „იუვე“ შარშან გაიმარჯვებდა, მაგრამ როგორ დასრულდა ყველაფერი, ვიცით. ფავორიტის ამოცნობა რთულია.
უფრო სრულყოფილი „იუვე“, ვიდრე შარშან
არ ვიცი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ნაპოლისთან“ კარგი თამაში და სავსე სტადიონი ვნახე.