ტურინის „იუვენტუსს“ მცველ მატია დე შილიოს, რომელმაც „ნაპოლისთან“ ტრავმა მიიღო, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
როგორც შემოწმებამ აჩვენა, მატიას კუნთების დაბალი ხარისხის დაზიანება აღენიშნება და 10 დღე დაისვენებს. მერე კი ახალი ტესტი ჩაუტარდება და ამის შემდეგ ზუსტად განისაზღვრება მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღიც.
შეგახსენებთ, რომ დე შილიო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ორივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.