რამდენიმე დღის წინ ვწერდით ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელის კვან-სონ ჰანის შესახებ, რომელიც დღეს „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
20 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ჰანი „იუვეს“ 23-წლამდე გუნდთან ერთად ითამაშებს, თუმცა, ვარჯიშებს მთავარ გუნდთან ერთად გამართავს. აზიელი ტურინში იჯარით დარჩება და მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი. „კალიარიმ“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.
ჩრდილოეთ კორეელი სარდინიაზე 2017 წლის თებერვალში გამოჩნდა, ხოლო იმავე წლის 2 აპრილს, „პალერმოსთან“ სერია A-ში დებიუტიც ჰქონდა. ამის შემდეგ „პერუჯაში“ გაანათხოვრეს, სადაც 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო „კალიარიში“ 12 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.