ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ოცნების პირისპირ. წარმოიდგინეთ ცხელი საღამო სინგაპურში. წარმოიგინეთ თქვენი კუმირი, რომელიც როგორც იქნა შენს ქვეყანაში სათამაშოდ ჩამოვიდა. და პირველ რიგში წარმოიდგინეთ პატარა ბიჭი. ეს ექსჰიბიციონისტი კი არა, პატარა მეოცნებეა. ბავშვი, მომღიმარე და გულში ჩამწვდომი, რომელიც გაძვრა ტრიბუნებიდან, გაუსხლტა სტიუარტებს და გაეშურა იუვენტუსის სკამისაკენ. მას ჰქონდა მიზანი, მისულიყო კრიშტიანუ რონალდუსთან. მოხვეოდა, მიეღო მაისური და მისთვის მადლობა ეთქვა. მან მიზანს მიაღწია.
ამას ამბიცია და იღბალი სჭირდება. ბიჭს გაუმართლა ამ ისტორიულ შესაძლებლობაში, მიეღწია თავის კუმირამდე. მატჩის შემდგომ, ეპიზოდს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გამოეხმაურა.
“მე დავინახე ეს პატარა ბიჭი შუა მინდორზე და მივხვდი, რომ მას კრიშტიანუსთან სურათის გადაღება უნდოდა. მე შემეშინდა, რომ მას მალე გაიყვანდნენ. ამიტომ ვანიშნე ჩემთან მოსულიყო და მე მივიყვანე რონალდუსთან. როცა პატარა ბიჭს ვხედავ მინდორზე, ჩემთვის ეს სიხარულია” – განაცხადა მაურიციომ.