მთავარი / სიახლეები / #HiguaIN – გულშემატკივრები იგუაინის დარჩენას ითხოვენ

#HiguaIN – გულშემატკივრები იგუაინის დარჩენას ითხოვენ

ითამაშებს თუ არა გონსალო იგუაინი ახალ სეზონში „იუვენტუსში“? უნდა შეინარჩუნოს თუ არა იგუაინი „იუვენტუსმა“?

ასეთი და მსგავსი შინაარსის კითხვები ბოლო დროს ხშირად ისმის. ტურინში დილემის წინაშე არიან და „პიპიტას“ მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ყოველშემთხვევაში სამსჯავროზე ეს ინფორმაცია დღემდე არ გამოსულა.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ არგენტინელი ძალიან მოტივირებულია და სეზონის პირველ სპარინგში ის „იუვენტუსის“ რიგებში საუკეთესო იყო. გოლიც გაიტანა და შეტევა სწორედ მისი მოედანზე გამოჩენის შემდეგ გამოფხიზლდა. ბოლოსკენ, როდესაც მოედანი ლეონარდო ბონუჩიმ დატოვა, გონსალომ კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.

თუმცა, „ტოტენჰემთან“ კარგი თამაში და ვარჯიშებზე მოტივაცია მას ადგილს გუნდში არ უნარჩუნებს. „რომა“ ისევ სერიოზულადაა დაინტერესებული და „იუვეც“ ფიქრობს მის გაყიდვაზე.

ტურინელთა დილემა ასეთია: ან იგუაინი, ან მანჯუკიჩი. სხვათა შორის, იტალიურ მედიას თუ დავერწმუნებით და ანალიტიკოსებს, ხორვატის სარგებლიანობის კოეფიცინეტი დღითიდღე იკლებს და მის შენარჩუნებას უკვე არანაირი აზრი არ აქვს. თუმცა, ამისდა მიუხედავად, „იუვენტუსშ“ დარჩენის შანსი მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე გონსალოს.

ამასობაში, იტალიელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში იგუაინის მხარდასაჭერ კამპანიას იწყებენ სახელად – #HiguaIN.

ქომაგები მიიჩნევენ, რომ შეცდომა იქნება იგუაინის გასხვისება, რომელიც მოტივირებულია და ძალიან უნდა ტურინელები იმ შეცდომაში დაარწმუნოს, რაც ერთი წლის წინ იჯარით გასხვისებაში გამოიხატა.

„პიპიტა არ გაასხვისოთ. ეს იქნება აშკარა შეცდომა“.

„კი მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ფეხბურთელის გაშვება, რომელიც გოლის გატანის შემდეგ ასე იღიმის?“

„პიპიტას“ არავინ შეეხოს!“

„დარწმუნებული ხართ, რომ იგუაინი უნდა წავიდეს? არ ვიცი, თქვენი ბიუჯეტის დეტალები, მაგრამ ფაქტია გონსალონე მოტივირებულია და შეუძლია სარის ხელში, რომელსაც კარგად იცნობს, თავისი საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს. ის იდეალური პარტნიორი იქნება შეტევაში რონალდუსთვის, რომელთანაც ასევე უთამაშია“.

ეს არის რამდენიმე ამონარიდი იტალიელი გულშემატკივრების სოციალური ქსელიდან, სადაც იგუაინს მხარს უჭერენ და კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ არგენტინელი შეინარჩუნონ.

ვნახოთ, რა მოხდება. ერთი გულშემატკივართა სურვილი და მეორე „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *