მთავარი / სიახლეები / ხედირა “იუვენტუსს” ტოვებს

ხედირა “იუვენტუსს” ტოვებს

სამი ხედირასა და „იუვენტუსის“ ურთიერთობა პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. იტალიური მედიის ცნობით, ფაბიო პარატიჩი, რომელიც აზიიდან იტალიაში დაბრუნდა, გერმანელის აგენტს შეხვდა.

საუბრის თემა ცხადია, სამის სამომავლო გეგმები იყო და მისი კლუბიდან წასვლის საკითხი კიდევ უფრო რეალური გახდა.

ხედირას ყველაზე მეტად თურქული „ფენერბახჩე“ ეპატიჟება, მაგრამ გერმანიის ბუნდესლიგიდანაც აქვს წინადადებები და არაა გამორიცხული სამშობლოში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 127 მატჩში 21 გოლი გაიტანა. გერმანელს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *