მთავარი / სიახლეები / ბარტერი: ლუკაკუ “იუვეში”, დიბალა – “მანჩესტერში”

ბარტერი: ლუკაკუ “იუვეში”, დიბალა – “მანჩესტერში”

ტურინის „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ უნაიტედს“ პირველი კონტაქტი შედგა რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას ტრანსფერის შესახებ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვე“ ბელგიელი ფეხბურთელით დაინტერესებულია, მაგრამ ინგლისელები 83 მილიონ ევროს ითხოვენ. ამასობაში კი, იტალიელებმა ლუკაკუსთვის ინგლისელებს პაულო დიბალა შესთავაზეს. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ბარტერზე “იუვე” უკვე სერიოზულად ფიქრობს.

როგორც წყარო წერს, 25 წლის არგენტინელი დიდი ალბათობით, „იუვეს“ დატოვებს და შვებულებიდან ტურინში დაბრუნების დიდი სურვილი არ გააჩნია. ამასთან ცნობილია, რომ მოიზე კინი, მარიო მანჯუკიჩი, გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა – ამ ოთხეულიდან მინიმუმ ორი გუნდს აუცილებლად დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *