ტურინის „იუვენტუსმა“ აზიური ტურნე სეულში, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის, K-ლიგის ვარსკვლავების გუნდთან მატჩით დაასრულა.
მატჩის 45-ე წუთზე მასპინძლები ბრაზილიელმა სესინიომ დააწინაურა. ამ უკანასკნელმა კი გატანილი გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა.
თამაში უხვგოლიანი გამოდგა და 3-3 დასრულდა. მატჩის შემდგომ სესინიომ კრიშტიანუსგან საჩუქრად მაისური დაიმსახურა.