მთავარი / გალერეა / “იუვემ” ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა [VIDEO]

“იუვემ” ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით პირველი თამაში ჩაატარა. „ბებერი სინიორა“ ამხანაგურ მატჩში „ნოვარას“ გაეჯიბრა და 5:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მეორე ტაიმში კი ტურინელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.

აარონ რემზიმ და მარკო პიაცამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი, ხოლო დუბლი პორტანოვამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მიითვალა.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „ნოვარა“ 5:0

გოლები: 1:0 რონალდუ (20), 2:0 რემზი (56), 3:0 პიაცა (66), 4:0 პორტანოვა (90), 5:0 პორტანოვა (90)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …