ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნოვარასთან“ ამხანაგური მატჩის (5:0) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და გეგმებზეც ისაუბრა.
„კმაყოფილი ვარ, ეს პირველი თამაში იყო ყველა ფეხბურთელთან ერთად. ბიჭებმა ბევრი იშრომეს, კარგი ვარჯიში გამოვიდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სამი მცველი? ვცდილობთ სხვადასხვა ვარიანტებს, თუნდაც იმ მოთამაშეების დასაკვირვებლად, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. კიდევ 7 დღე გვაქვს პირველი ტურისთვის მოსამზადებლად.
ეს არის გუნდი, რომელსაც უნთუზიაზმი უნდა ჰქონდეს, მეჩვენება, რომ ისინი ახალი ტიპის სამუშაოებს ეჩვევიან და სიამოვნებას იღებენ. თუმცა, სეზონი გრძელი იქნება.
მე „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვარ და ნორმალურია, რომ ვინც ამ პოსტს ჩაიბარებს, უნდა მოიგოს. ვიცი, რომ უნდა მოვიგო, მე ვიყავი ფეხბურთელი და ახლა მწვრთნელი ვარ. მადლობას ვუხდი ჯონ ელკანს კომპლიმენტებისთის.
თავდამსხმელი? რაც შეიძლება სწრაფად მჭირდება, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა 4 ოქტომბერს იხურება და მასზე მუშაობისთვის დრო არის.
რონალდუ? ის კარგად არის, მარტივად გადაადგილდება მოედანზე, დღესაც აჩვენა, რომ მზად არის შესანიშნავი სეზონის ჩასატარებლად. „იუვე“ – „სამპდორია“ გულშემატკივრებთან ერთად? იმედი არსებობს, ვიმედოვნებთ, რომ სტადიონის ნაწილის გახსნა შეგვეძლება, რადგან ეს გვჭირდება, მაგრამ მთლიანად იტალიურ ფეხბურთსაც სჭირდება“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში გენუის „სამპდორიასთან“ 20 სექტემბერს ითამაშებს.