ფერარისა და Exor-ის (ჰოლდინგი, რომელიც „იუვენტუსსს“ აკონტროლებს) პრეზიდენტი ჯონ ელკანი მიზნად ზედიზედ მეათე სკუდეტოს მოგებას ისახავს. როგორც მან თქვა, ანდრეა პირლომ იცის, რას ნიშნავს გამარჯვება.
„როდესაც ზედიზედ 9 სკუდეტოს მოიგებ, მეათეს მიზნად ყველა ჩვენგანი ისახავს. ეს მნიშვნელოვანია და რთულია, მაგრამ ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს (ანდრეა პირლო – რედ), რომელმაც იცის, რას ნიშნავს გამარჯვება“, – თქვა ელკანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 2020-2021 წლების სეზონს 20 სექტემბერს, „ალიანც სთედიუმზე“ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩით დაიწყებს.