2017 წლის 11 აპრილს, ანუ ზუსტად 3 წლის წინ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ბარსელონას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ორი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, ერთი ჯორჯო კიელინიმ და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საპასუხო მატჩის წინ დიდი ფორა მიიღო, რომელიც “კამპ ნოუზე” (0:0) დაიცვა და ნახევარფინალში გავიდა.