ფრანგულმა გამოცემა Maxifoot-მა ევროპის საუკეთესო გოლეადორთა ათეული გამოაქვეყნა. მასში მოსახვედრად ორი კრიტერიუმი იყო დასაცავი: გოლებსი 40% ევროპული გუნდის მაისურით უნდა ყოფილიყო (არა სხვა კონტინენტზე) და გოლები ან თუნდაც ერთი გოლი 2000 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო გატანილი.
ამიტომ, სიაში ვერ მოხვდნენ ფეხბურთელები, რომელთაც გოლების 40%-ზე ნაკლები აქვთ ევროპაში გატანილი (მაგალითად რომარიო) და რომელბსაც 2000 წლის შემდეგ არ უთამაშიათ (ან არ გაუტანიათ, მაგალითად პელე).
ხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ალესანდრო დელ პიერო სიაში 31-ე ადგილზეა, კარიერაში 343 გატანილი გოლით. აღსანიშნავია, რომ ეს იტალიელ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია და ყველა ტურნირზე გატანილი გოლებით ალექსი უსწრებს ლუკა ტონის (322 გოლი), რობერტო ბაჯოს (318), ფრანჩესკო ტოტისა (316) და ფილიპო ინძაგის (313), რომლებიც ამ 50-ეულში მოხვდნენ, მაგრამ დელ პიეროზე უკანა პოზიციაზე.
სხვათა შორის, დელ პიერო ადგილს ქართველ შოთა არველაძესთან ერთად იყოფს, რომელსაც კარიერაში ასევე 343 გოლი აქვს გატანილი.
აქევ გეტყვით, რომ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დელ პიეროს კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით უსწრებს (გათვალისწინებულია ყველა ტურნირი და არამხოლოდ სერია A) ჯუზეპე მეაცა გახლავთ.