მთავარი / სიახლეები / ბუფონი +1, კიელინი +2

ბუფონი +1, კიელინი +2

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, იტალიელი და კლუბი უკვე შეთანხმებულნი არიან.

ჯიჯის კონტრაქტის მოაწურვამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დარჩა, მაგრამ მხარეები მანამდე თანამშრომლობას 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებენ. ასე, რომ 42 წლის ჯიჯი ფეხბურთში რჩება.

ბუფონი ერთადერთი არაა, ვინც „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გააგრძელებს. იმავე გამოცემის ცნობით, ჯორჯო კიელინი ტურინში 2022 წლამდე დარჩება.

იტალიელი მცველის კონტრაქტიც ზაფხულში იწურება, მაგრამ მხარეები მას ორი წლით გაახანგრძლივებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …